ზუგდიდის ვიცე მერად კონსტანტინე კაკავა დაინიშნა

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ ვიცე მერი დანიშნა. პირველი მოადგილის, ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს პროფესიით იურისტი კონსტანტინე კაკავა, რომელიც დღემდე მერიაში მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მოგვიანებით კი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
კონსტანტინე კაკავა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (2019 წლის 28 ივნისიდან)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ( 2017-2021 წწ მოწვევის საკრებულო)





