ზუგდიდის მერიამ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე 413 ოჯახს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე 413 ოჯახს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები გადასცა.
პროდუქტების გადაცემის პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„მეოთხე წელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები მარტოხელა, მარტომცხოვრები და განსაკუთრებულად შეჭირვებული ოჯახებისათვის კვების პროდუქტებით დახმარებას ზამთრის პერიოდში, განსაზღვრულია 413 ოჯახი, რომელსაც მიეწოდება კალათა, რომელიც მოიცავს 6 მნიშვნელოვან პროდუქტს, თითოეულის ღირებულება კი 120 ლარს შეადგენს“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
მერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ მოსახლეობას მსგავსი საჭიროებები გააჩნია.






