მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის მერთან ერთად კურორტი სქური დაათვალიერა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიმრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ახალი ოფისის, დემოკრატიის ჰაბის გახსნის პარალელურად მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფმა პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ხარჩილავასთან ერთად, ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კურორტ “სქურის”ტერიტორია დაათვალიერა.
როგორც მერიიის ვებ გვერდიდან ვიგებთ, გაკეთდა მონახაზები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. გიორგი ხარჩილავას განმარტებით, პროცესები ვითარდება ძალიან საინტერესოდ და უკვე ამ დღეებში ჩამოყალიბდება წალენჯიხის მეგობართა კლუბი, რომელთა საერთო მიზანია წალენჯიხამ იგრძნოს სწრაფი კეთილდღეობა მათი ძალისხმევით იმ სფეროებში,სადაც ჩვენი მეგობრები წარმატებით მოღვაწეობენ.
წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ მადლობა გადაუხადა მამუკა ხაზარაძეს ეფექტური და სწრაფი ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ თანამშრომლობას გააგრძელებს ძალიან ინტენსიური, სწრაფ შედეგზე ორიენტირებით.

მსგავსი სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა ფოთში მიმდინარე პროექტები ქალაქის მერთან ერთად დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგანანს შეხვდა


