stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

სახელმწიფო რწმუნებულმა ფოთში მიმდინარე პროექტები ქალაქის მერთან ერთად დაათვალიერა

10.03.2020 / 10 მარტი 2020
სახელმწიფო რწმუნებულმა ფოთში მიმდინარე პროექტები ქალაქის მერთან ერთად დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ფოთში მიმდინარე პროექტები ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად დაათვალიერა. სახელმწიფო რწმუნებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მოისმინა.

სახელმწიფო რწმუნებულმა, ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საფეხმავლო გზისა და ველობილიკის მოწყობა, ჯებირების რეკონსტრუქცია, დასასვენებელი ნაგებობების, ვეტერანთა სახლის, მინი სპორტული სტადიონისა და 270 მაყურებელზე გათვლილი, ჩოგბურთის კორტის მშენებლობა. სამუშაოების ღირებულება 1 841 155 ლარს შეადგენს.

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში კი კუნძული სანაპირო ზოლზე საავტომობილო გზა და გარე განათება მოეწყო. ალექსანდრე მოწერელია ასევე იმყოფებოდა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, სადაც სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე განხორციელდა სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, შიდა ფასადის რემონტი, რეაბილიტირდა ვენტილაციისა და გაგრილების სისტემები. მეორე ეტაპზე დაგეგმილია შენობის გარე ფასადის რემონტი. თეატრის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 796 000 ლარია.

სახელმწიფო რწმუნებული და ქალაქის მერი ასევე გაეცნენ ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას. პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს. მდინარე კაპარჭას და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ განხორციელებულა.

ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭას წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, თევზის ენდემური სახეობების შენარჩუნებას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.

პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია, იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, განხორციელდება. ეს არის პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის I ეტაპის სამუშაო, რომლის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება პალიასტომის ტბის პრობლემების უფრო ეფექტური გადაჭრა.

სახელმწიფო რწმუნებული დღესვე, ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და ქსელის მშენებლობის პროცესს გაეცნო. პროექტებისთვის ჯამურად 130 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოები ითვალისწინებს 145 კმ საკანალიზაციო ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას. დღის ბოლოს ალექსანდრე მოწერელიამ და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ სამუშაო შეხვედრა ფოთის მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებთან გამართეს.

წინა პოსტი

სადეზინფექციო სამუშაოები უფასო სასადილოსა და სოციალურ საცხოვრისში

შემდეგი პოსტი

ჩხოროწყუს სკოლებსა და ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა ფოთში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

სახელმწიფო რწმუნებულმა ფოთში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ხობში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ხობში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, სენაკის მერთან ერთად, მიმდინარე პროექტებს გაეცნო

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, სენაკის მერთან ერთად, მიმდინარე პროექტებს გაეცნო