სადეზინფექციო სამუშაოები უფასო სასადილოსა და სოციალურ საცხოვრისში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დღეს სადეზინფექციო სამუშაოები უფასო სასადილოსა და სოციალურ საცხოვრისში ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით ინტენსიურად მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები ასევე გატარდა საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებსა და კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში.




