“ლელო” ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას შეუერთდება

“ლელო” ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას შეუერთდება. ამის შესახებ STV NEWS-თან “ლელოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სახმსახურის ხელმძღვანელმა ნატა ნადარაიამ განაცხადა.
ნატა ნადარაიას განცხადებით, ისინი საღამოს საათებში დაანონსებულ აქციამდე ბრიფინგს ზუგდიდის საოლქო კომისიასთან 14 საათზე გამართავენ, სადაც ნადარაიას თქმით იმ გაყალბებასთან დაკავშირებულ დოკუმენტალურ მასალასაც წარმოადგენენ.
“გვესმის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ვიზიარებთ ქვეყნის ტრაგედიას, თუმცა პოლიტიკაზე გავლენა ამან არ უნდა მოახდინოს. ჩვენ საღამოს ვუერთდებით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციას”-აცხადებს STV-თან ნატა ნადარაია.



