ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა
,,უნდა გვეკითხა: რატომ გსურთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია”, ,,ჩვენ გვაქვს კითხვები”, ,,არა ნაცებს”, ამ ტრანსფარანტებით ზუგდიდის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წინ ზუგდიდის ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, გუშინ ონლაინმედია ,,მეველეს” წარმომადგენლებს საშუალება არ მიეცათ ენმს ლიდერებისთვის კითხვები დაესვათ და ენმმ ჩვეული ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა.ადგილზე აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და სიტუაციის განეიტრალება პოლიციამ შეძლო. ცნობისთვის, გუშინ ონლაინმედია მეველეს მოხალისე ჟურნალისტები ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ანა წითლიძეს და ორგანიზიის ათამდე წევრს საქმიანობაში ხელის შეშლასა და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ოპოზიციური პარტიის ლიდერების ჩაწერას აპირებდნენ, ენმ-ს წევრები თავს დაესხნენ, გადაადგილების და ავტომანქანის დაძვრის საშუალებას არ აძლევდნენ.
მოხალისე-ჟურნალისტების თქმით, ადგილზე ვითარების განსამუხტად საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს, რის შემდეგაც ისინი ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანეს. „ნაციონალურ მოძრაბაში“ მომხდარში ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მეველეს წარმომადგენლები მათ თვალთვალს ახორციელებდნენ.




