იცნობენ თუ არა ჩხოროწყუში მერობის კანდიდატს და არის თუ არა ის ჩხოროწყუს მკვიდრი?

პოლიტიკური ტურიზმი გრძელდება სამეგრელოში, გიგი უგულავას და ანზორ მელიას დუეტს ეხლა უკვე პარტია ,,საქართველოსთვის” ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი შენგელი ჯიქია დაემატა…
შენგელი ჯიქიას ჩხოროწყუში არავინ იცნობს, მას არასდროს უცხოვრია ჩხოროწყუში. მხოლოდ რამოდენიმე წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვიდოდა საკუთარი ნათესავების სანახავად და მოსაკითხად.
გუშინ გვიან ღამით დიდი შეკრება გაიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში, სადაც ადგილობრივ კორდინატორებს წარუდგინეს მერობის კანდიდატი შენგელი ჯიქია და პროპორციული სიის პირველი ნომერი შოთა წურწუმია….
შენგელ ჯიქია წარმოშობით კირცხიდანაა თუმცა კირცხელებს ის შოთა წურწუმიამ წარუდგინა რადგან შენგელ ჯიქიას საკუთარი თანასოფლელებიც ნაკლებად იცნობდნენ.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ქონდა, მოგვიანებით კი დიდ ღრეობაში გადაიზარდა, თუმცა მანმდე შენგელ ჯიქიამ კორდინატორებს მოუწოდა მაქსიმალურად მისულიყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერებთან და ნებისმიერი დაპირების სანაცვლოთ მოეხდინათ მათი გადმობირება.

მსგავსი სიახლეები

ანზორ გოგუა ჩხოროწყუს მერობის კანდიდატზე: ოდიშარ ლაგვილავა არის წამღლეტი, მატყუარა და თაღლითი

არის თუ არა რომა შამათავა მოღალატეების მკვლელი და რა იგულისხმა ანი წითლიძემ facebook პოსტში?


