სენაკის მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას, რომელსაც სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ანზორ ცაგურია უძღვებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე იმსჯელეს ,,სენაკის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით. მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.




