სენაკის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ანზორ ცაგურიამ სხდომის მონაწილეებს განსახილველი საკითხები გააცნო.
სხდომას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლევან კუპრეიშვილმა მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოებზე, 2020 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულ, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებულ პრიორიტეტებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
სხდომის მონაწილეებს ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა ლევან უჩანეიშვილმა გააცნო ცენტის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული აქტივობები და პროექტები.
სამოქალაქო მრჩველთა საბჭოზე განხილულ იქნა მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პედაგოგებისთვის სენაკის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხი.
შეხვედრის დასასრულს, ლევან კუპრეიშვილმა სათათბირო ორგანოს წევრებს, რომელთა საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, სამოქალაქო აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.




