სოფელ ხამისკურში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საქირიოში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 40552.96 ლარია, შპს ,,სამოქალაქო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.
ხამისკურში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
პროექტი, ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხით ხორციელდება.




