ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 221000 ლარს შეადგენს, საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ხიდის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნო. სამშენებლო სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.




