სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება

სენაკს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა – ეს ნატოჩაოს უბანში, მშვიდობის ქუჩაა, რომლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 276 893 ლარი შეადგინა.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარების პროექტების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება შემდეგ ლოკაციებზე:
შენგელიას ქუჩის ასფალტირება – ჭავჭავაძის ქუჩიდან რკინიგზამდე, ღირებულებით – 63 333 ლარი;
კანკიას ქუჩის ჩიხის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 20 309 ლარი;
ჯორჯაძის ქუჩის რეაბილიტაცია – რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე, სავარაუდო ღირებულებით – 94 650 ლარი;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კოტიანეთში – სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 197 712 ლარი.
სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ განახორციელებს.
ბოლო სამი წლის მანძილზე, სენაკის მუნიციპალიტეტში, 500-მდე ინფრასტუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, 2017-2020 წლებში, ქალაქად რეაბილიტირდა 75 ქუჩა, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებში – 54.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.




