სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად, დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
გამოცხადდა ტენდერი შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე:
შენგელიას ქუჩის ასფალტირება – ჭავჭავაძის ქუჩიდან რკინიგზამდე, სავარაუდო ღირებულებით -71 454 ლარი;
კანკიას ქუჩის ჩიხის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 23 118 ლარი;
ჯორჯაძის ქუჩის რეაბილიტაცია – რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე, სავარაუდო ღირებულებით – 100 228 ლარი;
ქალაქ სენაკის ნატოჩაოს უბანში – მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 292 585 ლარი;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კოტიანეთში – სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 220 000 ლარი.
პროექტების შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 707 387 ლარს შეადგენს.




