“ნაციონალების” კანდიდიატი მაია კალანდია გრიგოლიას და ტრაპაიძეს ორღობის დედაკაცებს უწოდებს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დარჩელის, განმუხურისა და კიროვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კალანდია, ტვ ,,პირველის” ჟურნალისტებს ინგა გრიგოლიასა და დიანა ტრაპაიძეს ორღობის დედაკაცებს უწოდებს. ჟურნალისტების დისკრედიტაციული განცხადება ენმ-ის წევრმა ფეისბუქში გამოაქვეყნა:
„ქაჯობა და ჯაგობა,
ეს მეგრელია, ის მეგრელია…
ჟურნალისტები კი არა, ორღობის დედაკაცების დონეს ვერ ქაჩავთ!„ – წერს გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მაია კალანდია.
მაია კალანდია გააღიზიანა ტვ პირველის გადაცემა ,,პოლიტიკურ ამბებში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას, ჟურნალისტების მიერ რამდნეჯერმე ნათქვამმა ფრაზამ მის მეგრელობასთან დაკავშირებით.






