ექსკლუზივი: სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილედ გაგა კუხალეიშვილი დაინიშნა

- სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბრენატორის ერთ-ერთ მოადგილედ ზუგდიდელი გაგა კუხალეიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ STV NEWS-მა ექსკლუზიურად შეიტყო. გუბერნატორის ახალი მოადგილე დღეს ვლაქერნობაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად წირვას დაესწრო.
აღნიშნულთან დაკავშირებით STV NEWS გუბერნატორის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც გაგა კუხალეიშვილის დანიშნვა გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე დაუდასტურეს.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორს გიორგი გუგუჩიას ახლა უკვე ოთხი მოადგილე ჰყავს. ვიცე გუბერნატორის პოზიციას კი ისევ ნინო ვიბლიანი იკავებს.




