ვინ ინიშნება სამეგრელოს გუბერნატორის მეოთხე მოადგილედ?

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შესაძლოა გუბერნატორმა მეოთხე მოადგილეც დანიშნოს. ამის შესახებ STV-მ ექსკლუზიური ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მოიპოვა. ჩვენი ინფორმაციით, მეოთხე მოადგილის პოსტზე სავარაუდოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გარემოს დაცვის ზედამხედველობის უფროსის, ზვიად ფოჩხუას კანდიდატურა განიხილება.
STV ზვიად ფოჩხუას დაუკავშირდა, რომელმაც არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია.
“ვერ გეტყვით, რომ პირველად გავიგე ამის შესახებ. მანამდეც გავიგე დაახლოებით სამი დღის წინ, თუმცა საიდან წარმოიშვა ასეთი ინფორმაცია ჩემთვის გაუგებარია. არ მქონია არანაირი კონსულტაციაც კი ამ თემის ირგვლივ. ასე რომ ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ”-განაცხადა ზვიად ფოჩხუამ.
STV-ს გავრცელებულ ინფორმაციას არც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში უდასტურებემ. მათი განცხადებით, ამის შესახებ მათ არაფერი იციან.




