13 ივნისის ტრაგედია – დღეს ზუგდიდში მარიამ ქუთელია გაიხსენეს

13 ივნისს, თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელსაც ზუგდიდელი მარიამ ქუთელიას სიცოცხლე ემსხვერპლა 6 წელი გავიდა.
მარიამ ქუთელიას ხსოვნას დღეს პატივი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ, და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიამ მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.




