ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენსიურად მიმდინარეობს

ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე 3კმ. და 200 მ. მანძილზე ასფალტის საფარიანი გზის დაგება ხორციელდება. აღნიშნულ ქუჩაზე გზასთან ერთად მოეწყობა, დახურული სანიაღვრეები, მიერთებები, ტროტუარები და ბორდიურები.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია და საკრებულოს წევრი დავით გახარია ადგილზე გაეცნენ.
ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები და ასევე მძღოლები, რომლებსაც მოცემულ მონაკვეთზე ინტენსიურად უწევდათ გადაადგილება, უახლოეს დღეებში თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.




