ჩხოროწყუს ქუჩებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ყაზბეგის, ლესელიძისა და გრიგოლიას ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს.
გზის ავარიული მდგომარეობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთებზე მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვდა.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.





