მეუფე სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარი განკვეთა

ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა დანიელ გვილავა განკვეთა. საქართველოს მმართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხის ბრალდებით. ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ გააცხადა.
მისი თქმით, ეკლესიაშიც გამორჩეული ხალხი აღმოჩნდებიან თავისი ადამიანური სიჭარბით, როცა ვერ საზღვრავენ ღვთისას და თავისას, უკვე იწყება მათი განდგონილება ეკლესიიდან. ეკლესიასაც აქვს თავისი დამოკიდებულება. მაგრამ სინანულით ნებისმიერი ადამიანი უბრუნდება ქრისტეს.როცა მთვდელმთავარი უცერემონიოდ აცხადებს პატრიარქს ბრალს დებს ამას ამას ამას, ეს ჰაერში და ტელევიზიებში არ უნდა იყვირო, მოხვიდე და მოიტანო ბრალდება.
ბრალდებები ისმის ყოველ წუთში, ეს არის სიტყვის თავისუფლებით შენიღბული. როცა შენ ხარ მღვდელი, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს. ამის შესახებ მან საკვირაო წირვა ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებაზე განაცხადა და აღნიშნა რომ ეკლესიაში არის სამი დასი. ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკვანი. ეს სამი დასი ერთმანეთთან სუბორდინაციაში უნდა იყვნენ. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მედიას მუშაობის სტილზე უსაყვედურა და მის მიერ დაწერილი გზამკვლევი დაურიგა.




