წალენჯიხაში გზისა და ქალაქ ჯვარში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია ქალაქ წალენჯიხაში ბადრი შანავას ქუჩაზე მიმდინარე გზისა და ქალაქ ჯვარში მიმდინარე სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ქალაქ წალენჯიხაში ბადრი შანავას ქუჩაზე, გზის მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე კი სანიაღვრე არხებისა და ხიდბოგირების მოწყობა მიმდინარეობს.4 კილომეტრიანი სამანქანე გზა სრულად რეაბილიტირდება.შიდა მნიშვნელობის გზა 7 ჩიხისა და 1 ცენტრალური ნაწილისაგან შედგება.პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ნიუპოვერი” ასრულებს.პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით 2 მილიონი ლარით ფინანსდება.ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.სამუშაოებს კი აზერბაიჯანული კომპანია “ASISHAATIN”ასრულებს.სამუშაოების დასრულების შედეგად, ადგილობრივი მცხოვრები 24 საათიანი ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.




