სოფელ საჩინოში სასმელი წყლის მაგისტრალებისა და ქსელების რეაბილიტაცის სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მაგისტრალებისა და ქსელების რეაბილიტაცის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გეოპლასტი” ასრულებს .
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ. აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 217 442 ლარით დაფინანსდა.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მაგისტრალი სრულად იქნება რეაბილიტირებული რაც განაპირობებს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.




