ანი წითლიძე: შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ანი წითლიძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის ხუთ პუნქტიან დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. წითლიძე ამბობს, რომ ეს მისი პირადი და პარტიის გადაწყვეტილებაცაა.
“ხელს არ მოვაწერ რა თქმა უნდა შარლ მიშელის დოკუმენტს. ეს არის პარტიის და ჩემი პირადი პოზიციაც. მიზეზი გახლავთ ის, რომ ქვეყანა და ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს პოლიტპატიმრები და დღესაც კი იჭერენ და უშვებენ ჩვენს აქტივისტებს, გამორიცხულია რამენაირი დოკუმენტით ესაუბრო. მე როგორც პარლამენტის წევრიც არ ვაპირებ არც შესვლას და არც დოკუმენტზე ხელის მოწერას. ეს პირადად ჩემი და პარტიის საბოლოო გადაწყვეტილებაა”
მსგავსი სიახლეები

ანი წითლიძე – არ ვამართლებ თუნდაც პროსახელისუფლებო ჟურნალისტების ლანძღვას

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპელობა არ არის ის, რომ შარლ მიშელის მედიაციით მიღებული დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენ, ტყუი და ცრუობ


