stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

აუდიტის სამსახური თაღლითი ექიმის დანაშაულებრივ საქმიანობას განიხილავს

16.04.2021 / 16 აპრილი 2021
აუდიტის სამსახური თაღლითი ექიმის დანაშაულებრივ საქმიანობას განიხილავს

აფხაზეთის მთავრობამ ბიუჯეტის ფულით დევნილებს კბილის პროთეზების ხარჯი დაუფინანსა, თუმცა კლინიკის მმართველი, რომლიც თავადაც აფხაზეთიდან დევნილი იყო, თანხის მიღების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. ბენეფიციარების ნაწილი პროთეზის ხარისხით უკმაყოფილო, ნაწილს კი ის საერთოდ არ მიუღია. ინფორმაციას რადიო თავისუფლება აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, სქემა ასეთი იყო: შპს 32 დენტის თანამშრომელმა, რომელიც თავადაც დევნილი იყო, იქირავა კომპანია მფლობელისგან, ტენდერებში გაიმარჯვა და თანხის სრულად მიღების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეუსრულებელი ვალდებულებებით გადავიდა.

“აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის დამქირავებელმა ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებამდე, მას შემდეგ რაც სამინისტრომ სრულად აუნაზღაურა ხელშეკრულების ღირებულება, გადავიდა აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო ვალდებულებები შესასრულებლად დაუტოვა კომპანიის რეალურ მფლობელს”, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2018-2019 წლების პერიოდს მოიცავს.

აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2018-2019 წლებში ამბულატორიული დახმარების პროგრამის ფარგლებში დევნილებისთვის სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების დამზადებისთვის 4 ტენდერი გამოცხადდა, 3-ში კი იმ კომპანიამ (შპს 32 დენტი) გაიმარჯვა, რომლის მმართველიც თანხის სრულად მიღების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. კომპანიას მიღებული აქვს 44,4 ათასი ლარი.

“იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტები აკითხავდნენ კლინიკას მომსახურების მიღების მოთხოვნით, კომპანიის რეალური მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის აგვისტოსათვის სამინისტროსთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და მათი მხრიდან ხელშეკრულების ღირებულების სრულად ანაზღაურების მიუხედავად, ყველა ბენეფიციარს არ ჰქონდა მიღებული პროთეზები/გაწეული მომსახურება. შესაბამისად, კომპანიას მოუწია აღნიშნული ბენეფიციარების მომსახურება, ხოლო სამინისტროს მიერ ჩარიცხული თანხა აფხაზეთიდან დევნილი თანამშრომლის მიერ ანაგრიშიდან გამოტანილ იქნა ისე, რომ ხელფასებიც არ გადაუხდია თანამშრომლებისა და პროთეზის ტექნიკისათვის”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

შემოწმებისას აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ სამინისტროში გადმოგზავნილი ყველა შესრულების დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა დადასტურებულია პროგრამის კოორდინატორის ინსპექტირებით, გაფორმებულია მომსახურების მიღებაჩაბარების აქტები და გადარიცხულია თანხები.

“აუდიტის ჯგუფის მიერ ბოლოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებში წარმოდგენილ ბენეფიციართა შემთხვევით შერჩევის წესით გადამოწმებით გამოვლინდა, რომ არსებობენ ბენეფიციარები, რომლებზეც დოკუმენტურად ფიქსირდება მომსახურების გაწევა და გადახდილია საბიუჯეტო თანხები, თუმცა აღნიშნული ფაქტები არ დადასტურდა, რადგან ბენეფიციარებს არ მიუღიათ დაფინანსებული პროთეზები”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

News image 1
წინა პოსტი

ვინ არის ბანკზე თავდამსხმელი – რას ამბობენ ნიკოლოზ წურწუმიაზე ზუგდიდში

შემდეგი პოსტი

ანი წითლიძე: შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტს მერიის შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს

ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტს მერიის შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს

სალომე ზურაბიშვილი – ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური სასამართლოს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი – ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური სასამართლოს მიმართავს

სამაშველო სამსახური საზოგადოებას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

სამაშველო სამსახური საზოგადოებას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს