სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი პირი გარდაიცვალა

სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთანაგან ერთ-ერთი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. იგი 70 წლამდე მამაკაცი, სენაკის მკვიდრი ნ.ხურციაა. ინფორმაციას გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი ადასტურებს.
შეგახსენებთ , ავტოსგზაო შემთხვევა სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, დღეს მოხდა . ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაშავდა. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
სულ დაშავდა 5 პირი,რომელთაგან ერთი გარდაიცვალა,კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა უმძიმესია.



