ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გარდაიცვალა. ამის შესახებ STV-ს საკუთარმა წყარომ რამდენიმე წუთის წინ აცნობა.
მედიკოსების შეფასებით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდი-ჯვარი – მესტიის ჩხორიის მონაკვეთზე. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჯვარის მხრიდან მომავალი ოპელის მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს და შემდეგ ხეს შეეჯახა. სამი დაშავებული 112 ის ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა




