სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ ავტოავარია მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში. ადგილობრივების განცხადებით ავტომანქანა სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ადგილზე დაშავდა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზეა. დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდაღთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.


