სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მაშ შორის 2 ბავშვია

- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მაშ შორის 2 ბავშვია. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალმა BMW-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძე აცხადებს, ერთ-ერთ დაშავებულ აღენიშნება მრავლობითი ტრავმები და იყო შედარებით მძიმეა დანარჩენებს კი გარეგანი დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებათ. ,,სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე დახვდა 7 დაშავებული , მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება . ერთ-ერთ დაშავებულს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმები და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყავნილი არიან ფოთის ჰოსპიტალში,“- განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.


