“ეს იყო პილატეს სასამართლო”- ჭყონდიდის ეპარქიაში სინოდის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ

ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების ნაწილი ამბობს, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე იყო პილატეს სასამართლო და ისინი სინოდის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ. ასე ეხმაურებიან ისინი პატრიარქის გადაწყვეტილებას, რომელმაც მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა.
“ძალიან მძიმე დაუდგა საქართველოს. მე მესმის თითოეული მოქალაქის, რას განიცდის. იგივე განვიცადე რამდენიმე წლის წინ, როცა ფაქტის წინაშე დავდექი და ეს ინფორმაცია გავიგეთ… ეს არის უსამართლო განჩინება”, — ამბობს დედა თამარი, რომელიც აღნიშნავს, რომ განჩინებას გაეცნობა და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
“ძალიან ცუდად და მტკივნეულად ვაფასებ… ჩვენთვის არ განუყენებიათ, ის მეუფეა”, — აცხადებს ეპარქიის ერთ-ერთი სასულიერო პირი. ეპარქიის წევრები ამბობენ, რომ სინოდის გადაწყვეტილება უსამართლოა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი – საჩივრები იწერებოდა მხოლოდ რაოდენობისთვის, ეს იყო დაკვეთა, საჩივრების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ იყო პრეტენზიის არსი განსაზღვრული

პაატა ქარდავას შვილი ქრისტინე ქარდავა: მამა, რომელიც იყო გმირი, უდანაშაულოდ მომიკლეს, არ აკმარეს ის, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე


