ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე დავით შამათავას დანიშნვას ზუგდიდის მერმა ხელი ორი დღის წინ მოაწერა. აღნიშნულ თანამდებობაზე დავით შამათავამ ნინელი ჭითანავა ჩაანაცვლა, რომელიც კოვიდ ინფექციას ემსხვერპლა.
დავით შამათავა მანამდე ზუგდიდის მერიაში ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი იყო.
მოსწავლე ახალგაზრდობის დირექტორის მოვალეობის შესრულებას ახალდანიშნული დირექტორი უკვე შეუდგა.




