„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ახალი რეგიონალური დირექტორი ჰყავს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საოპერაციო და რეგიონალური დირექტორის პოსტზე ანზორ მანწკავა დაინიშნა. მანწკავა კომპანიის საოპერაციო მოვალეობებს შეასრულებს სამშენებლო და კომეციული მიმართულებით. გარდა ამისა, ის უხელმძღვანელებს სოციალური პასუხისმგებლობის სფეროს და ანაკლიის პორტის პროექტის წარმომადგენელი იქნება სამეგრელოს რეგიონში.
„მიხარია რომ სულ რამდენიმე დღეა შევუერთდი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საოცარ გუნდს COO და რეგიონალური დირექტორის პოზიციაზე. მაქვს მნიშვნელოვანი გეგმები რეგიონთან დაკავშირებით და დიდი სურვილი რეგიონში მცხოვრებ თითოეულ ადამიანთან და ჩემს გუნდთან ერთად მოვიტანო მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის“, – აცხადებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის რეგიონალური დირექტორი ანზორ მანწკავა.
ანზორ მანწკავა მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. მისი ძირითადი საქმინობა უკავშირდება „თიბისი ბანკს“, სადაც ის იყო შიდა აუდიტის უფროსი და „თიბისი ბანკის“ შვილობილი კომპანიის „თიბისი ფეის“ დირექტორი.
ანზორ მანწკავას მიღებული აქვს განათლება საქართველოში, ინგლისსა და აშშ- ში. დამთავრებული აქვს MBA დიდი ბრიტანეთის Warwick Business School- ში. შექმნილი აქვს დისერტაცია და სოციალური მედიის სტრატეგიის პროექტი ყველაზე დიდ Building Society-სთვის ინგლისში, Nationwide-სთვის.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მარკეტინგის დირექტორი გიორგი ბარკალაია გახდა


