ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს განვითარებული მოვლენების შემდეგ პირველი საკვირაო წირვა ჩატარდა

ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს განვითარებული მოვლენების შემდეგ პირველი საკვირაო წირვა ჩატარდა. წირვა ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა აღავლინა.
წირვის პარალელურად ეპაქრიის ეზოში უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული იყო პოლიცია, ასევე იმყოფებოდა როგორც ადგილობრივი მრევლი, ასევე სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული მრევლი. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა 8 მარტს ეპარქიაში განვითარებულ მობლენებზე და “მასში მონაწილე სასულიერო პირებს, მედიას და მრევლს” სინანულისკენ მოუწოდა.
კითხვაზე თუ რა გეგმები აქვს ეპარქიაში, უპასუხა რომ ის მარხვის პერიოდს მდუმარებაში გაატარებს, ხოლო გეგმებთან დაკავშირებით ბრწყინვალე შვიდეულის შემდგომ გეგმავს პრესკონფერენციას, სადაც ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს.
ცნობისთვის, 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად ჩამოინგრა მეუფის რეზიდენციის აივნის მოაჯირი, რა დროდაც დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სსსკ-ის 124-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.




