ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გაიქცა

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გაიქცა. ამის შესახებ STV NEWS-ს ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ დაუდასტურა.
“შუახანს გადაცილებული ქალბატონი მოყვანილ იქნა კლინიკაში ალკოჰოლური სიმთვრალით, ტესტირებისას დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია, შეთავაზებულ იქნა კვლევები და ჰოსპიტალიზაცია,რაზეც განაცხადა კატეგორიული უარი და თვითნებურად დატოვა კლინიკა. ფაქტის შესახებ შეტყობინება მყისიერად გაკეთებულ იქნა პოლიციისთვის!”-აცხადებს სულხან ორჟონია.
ცნობისთვის, გაქცეული პაციენტი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე პოლიციამ დააკავა. შსს-ს ცნობით, პაციენტი სპეცკლინიკაშია გადაყვანილი.




