წალენჯიხაში, აკადემიკოს ტარას კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად,”ტარასობა”აღინიშნა

დღეს,10 მარტს,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, აკადემიკოს ტარას კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად,”ტარასობა”აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით სახლმუზეუმის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები დაირგო.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონიამ და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა. ტარასი კვარაცხელია 1889 წელს დაიბადა სოფელ ნაკიფუში.
პროფესიით აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.





