ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.
„მოქალაქეებთან შეხვედრები გრძელდება. დღეს არაერთ მოქალაქეს შევხვდი, მათგან პრობლემური საკითხები მოვისმინე. აქ მოსმენილი საჭიროებების გადაჭრას ჩვენი ბიურო ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ახერხებს. შეხვედრებზე მოსული მოქალაქეებიდან დღეს ყველაზე პატარას 1 წლის გაბრიელს ვუმასპინძლეთ, მას და ჩვენს შვილებს რომ უკეთეს საქართველოში მოუწიოს ცხოვრება ყველამ მაქსიმალური შრომა უნდა ჩავდოთ. კვლავინდებურად ყველა ზარზე და თქვენს მიერ ჩვენს ელექტრონულ პლათფორმებზე შემოსულ წერილებზე ოპერატიული რეაგირება გვექნება. ჩვენ ყველა ერთად, ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ზუგდიდისთვის სასიკეთო საქმის კეთებას“ – წერს ირაკლი ჩიქოვანი ფესიბუქის ოფიციალურ გვერდზე.





