,,გადადგეს რაიონის რაიკომის თავმჯდომარე” – ჩხოროწყუში მერის გადადგომას ითხოვენ

,,გადადგეს რაიონის რაიკომის თავმჯდომარე”, “კოლხოზში ვერ შეგვიყვანთ”, “მერია უდრის უბორნიას”, “ბავშვები მონები არ არიან”,- ამ ტრანსფარანტებით ჩხოროწყუს მერიის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა გადაგდეს ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა, მეორე სკოლის დირექტორი ნონა თოდუა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ჯალაღონია. აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იმდრომდე,ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა, მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელს გიორგი გულუასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.გულუას თქმით, ის იმ ბავშვის მშობელია,რომელმაც ვიდეო გადაიღო და სკოლის მოსწავლე ბულინგის მსხვერპლია.სიტუაცია ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა განმუხტეს.




