ზუგდიდის მერიასთან “გაერთიანებული ოპოზიცია” მერის გადადგომას ელოდება

ზუგდიდის მერიის შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერები და აქტივისტები. შეკრებილები მერიის შენობაში ზუგდიდის ჯერ კიდევ მოქმედი მერის, ლაშა გოგიას გამოჩენას ელოდებიან და მისგან ზუსტ პასუხს მოითხოვენ გადადგომასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ისინი ითხოვენ მერის ოთახის დალუქვას და ლაშა გოგიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.
“მას არ აქვს მორალური უფლება დარჩეს ზუგდიდის მერად. ის დაუყონებლივ უნდა გადადგეს”,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამ დრომდე ზუგდიდის მერი არ მოსულა მერიის შენობაში, თუმცა დღეს მას აქ მედიის წარმომადგენლებიც ელოდებიან. სავარაუდოდ დღეს ლაშა გოგია პრესკონფერენციას გამართავს.




