ანაკლიაში, პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.
ღონიძიებას ანაკლიის პორტის პროექტის დამფუძნებელი და მენეჯმენტი, სამთავრობო უწყებების და საერთაშორისო კომპანია „ვან ოორდის“ წარმომადგენლები დაესრწნენ. „ანაკლიის განვითარების კონსოციუმის“ ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ საზღვაო სამუშაოების ეტაპის დაწყება ადგილობრივებს მიულოცა და პორტის მიერ მომავალში დაგეგმილ ეკონომიკურ კონტრიბუციაზე ისაუბრა.
„პირველი ფაზა არის მილიონ კონტეინერზე გათვლილი, ორ წელიწად ნახევარში მთლიანი ინვესტიცია იქნება 600 მილიონი, უშუალოდ პორტსი დასაქმებდა 1500 ადამიანი, ირიბად რამდენიმე ათასი. ასევე, უახლოეს ათ წელიწადში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ვარაუდობენ . ნახევარ მილიარდიდან მილიარდ დოლარამდე კონტრიბუციას, ოცი წლის განმავლობაში კი კინტრიბუცია იქნება 60 მილიარდი. პრაქტიკულად, ბოლო კარიბჭეს აზიასა და ევროპას შორის ჩვენ ვხსნით ყველა გემისთვის, რომლის 75 პროცენტი ვერ ახერხებს საქართველოს ტეიროტიულ წყლებში შემოსვლას. ეს არის გარდამტეხი ნაბიჯი, რომ დავჯდეთ რუკაზე და გავხდეთ სერიოზული მოთამაშე“, – თქვა ხაზარაძემ.
პორტის მნიშვნნელობას გაუსვა ხაზი სამეგრელო-ზემო სვანეტის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამაც. მისი განცხადებით, პროექტი ეკონოკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის დაწინაურებას შეუწყობს ხელს.
„ანაკლიის პორტის მშენებლობიდან ჩვენს რეგიონში იქნება უდიდესი სატრანსპორტო და ეკონომიკური კვანძი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დაწინაურებას და თითოეული ჩვენი მოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მე მინდა წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც მონაწილეობს ამ დიდ მშენებლობაში“, – აღნიშნა ღონისძიებაზე მოწერელიამ.




