ლაშა გოგია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ რჩება – ზუგდიდში პარტიის დახურული შეხვედრა გაიმართა

“ქართული ოხნების” ზუგდიდის ორგანიზაციაში დახურული შეხვედრა დასრულდა, რომელსაც დიმიტრი სამხარაძე ესწრებოდა. STV-ს წყაროს ცნობით საუბარი ბოლო დროს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს და არჩევნების თემას შეეხო.
შიდაპარტიულ შეხვედრას საკრებულოს უმრავლესობის წევრები და ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგიაც ესწრებოდა.
STV-ს წყაროს ცნობით, ზუგდიდის ყოფილი მერი რჩება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
სხვა დეტალები STV-სთვის უცნობია. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარები არ გაკეთებულა.




![„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/10/463213664_1110233480467449_1093098972334588337_n-960x571.jpg)