“ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა ზუგდიდში ამ დრომდე გრძელდება

“ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისში მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, შს მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ხობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ნაწილ-ნაწილ ხვდებიან. შეხვერაზე ასევე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.
მთავრობის წევრები უკვე გაესაუბრნენ ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.
“ზოგადი შეხვედრა იყო პარტიის წევრებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის საკრებულოს წევრებიც. საუბარი შეეხო არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. კიდევ ერთხელ გავიაზრეთ ის პასუხისმგებლობა, რაც მოსახლეობამ მოგვანიჭა”, – თქვა ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ.
შეხვედრიდან გამოსულმა ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერს ლაშა გოგიას, იგი შეხვედრიდან ჯერ არ გამოსულ და სავარაუდოდ იქ იმყოფება.
ამ წუთებში პარტიის ლიდერები ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ხვდებიან.
მსგავსი სიახლეები
![„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/10/463213664_1110233480467449_1093098972334588337_n-960x571.jpg)
„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]

ლაშა გოგია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ რჩება – ზუგდიდში პარტიის დახურული შეხვედრა გაიმართა


