ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა

- საზარელი მკვლელობა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში. შვილმა საკუთარი მამა სავარაუდოდ ცივი იარაღით მოკლა.
მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუტში კი მამის მკვლელმა შვილმა თვითმკვლელობა სცადა თუმცა გადარჩა. ის ამ წუთებში ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოში რეანომობილით გადაყავთ.
შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




