ბიძინა ესებუასთან იზოლატორში ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი შევიდა

- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბადრი ესებუასთან, ოჯახის მიერ აყვანილი ადვოკატი ხათუნა ჯანაშია შევიდა. ესებუების ოჯახის მიერ დაქირავებულმა ადვოკატმა, იზოლატორში შესვლამდე დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.
მისი თქმით, იგი კომენტარს დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.
“ჯერ-ჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. უნდა შეხვდე ბიძინა ესებუას, უნდა გავეცნო მასალებს და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს”, – განაცხადა ხათუნა ჯანაშიამ.
ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობაში ძებნილი ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა პოლიციამ დღეს დააკავა. გამოძიება ბიძინა ესებუას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი – მედია ტოტალურად იმართებოდა სააკაშვილის მიერ

„ქრონიკამ“ კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ Sunset Shovi-ს ტერიტორიის დატოვების ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა


