ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

- მე-3 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
,,სრულ რეაბილიტაციას ვუტარებთ მესამე საჯარო სკოლას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მიმდინარეობდეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მომავალშიც გაგრძელდება“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
მესამე საჯარო სკოლას წლების განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.
პროექტით გათვალისწინებულია საკლასო ოთახების, ფოიეს, ბიბლიოთეკის, სველი წერტილის, განათების, ხელოვნური სტადიონისა და სპორტული დარბაზის მოწყობა. სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. პროექტის ღირებულება 781 000 ლარია.





