ზუგდიდის მერი მოქალაქეებს აჩევნებზე მისვლას და მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდაჭერას სთხოვს

- მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, აუცილებლად მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით “ქართული ოცნების” ღირსეულ კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს ქართველმა ხალხმა, 31 ოქტომბერს გააკეთა სწორი პოლიტიკური არჩევანი მშვიდობისა და აღმშენებლობის გასაგრძელებლად და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა ნდობა.
დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანთ და ღირსეულ გამარჯვებას მოვიპოვებთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, 21 ნოემბერს, აუცილებლად მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით “ქართული ოცნების” ღირსეულ კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს.



