ხობის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

- ხობის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდა ხეთის და ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღები.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები პერიოდულად ტარდება.
სადეზინფექციო სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.




