ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსით 68 წლის ზუგდიდელი ქალბატონი გარდაიცვალა

- იმერეთის ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში ზუგდიდელი, 68 წლის ზუგდიდელი ქალბატონი დ.ქ. რამდენიმე წუთის წინ კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა. ახლობლების განცხადებით გარდაცვალება რამდენიმე სათის წინ დაფიქსირდა.
როგორც ირკვევა დ.ქ-ს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში დაუდასტურდა. ის ჯერ ფოთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ადგილების არარსებობის გამო იმერეთში, კონკრეტულად კი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.
გარდაცვლილი ქალბატონი პროფესიით პედაგოგია. ის ზუგდიდის მე-13-ე საჯარო სკოლაში წლების განმავლობაში ისტორიას ასწავლიდა.




