სოფელ ინგირში ნაცემი მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ნაცემი მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ინციდენტი 9 სექტემბერს ერთერთ თხილის ჩასაბარებელ პუნქთან მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, 1982 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მიღებული დაზიანებებით შედეგად დაშავებული 11 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2 პირია დაკავებული. გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები დაკავებულების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.




