ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში აღებული ნიმუშებიდან 14 პირის პასუხი დადებითია

- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში აღებული ნიმუშებიდან 14 პირის პასუხი დადებითია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ყველა კოვიდინფიცირებული ენგურჰესის თანამშრომელი, ან მათი კონტაქტებია.
კოვიდინფიცირებულები ე.წ საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან. მალხაზ თორიას თქმით, მათი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა დღის განმავლობაში მოხდება და სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან.
ცნობისთვის, რუხში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში კი ბოლო მონაცემებით 290 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.




