სენაკის კლინიკაში 88 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა

- სენაკის მუნიციპალიტეტის კლინიკა “არქიმედეში” კორონავირუსით ერთი პაციენი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას სამეგრელო-ზემო სვენეთის გუბერნეტორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიაწოდა. პაციენტი კლინიკაში 14 ოქტომბერს მოათავსეს.
თორიას განცხადებით, გარდაცვლილი პაციენტი 88 წლის მამაკაცია, რომელსაც გარდა კორონავირუსისა სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილი მამაკაცი სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 143-ს შეადგენს.



